Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

PF4712YZ Posted 5 Nov Views: 0

ზარალების მართვის სპეციალისტი

IndigoCars external listing
₾1000–1500 / month Apply by 6 Dec
Sign in and apply

"Indigo Cars" საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.

"Indigo Cars" წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.

კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონული ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას ზარალების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება

  • სამუშაო გრაფიკი: 17:00 - 02:00 საათამდე (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი ფუნქციები

  • გადამზიდ კომპანიასთან ოპერატიული კავშირი და მოლაპარაკების წარმოება;
  • აუქციონებთან კავშირი და მოლაპარაკების წარმოება;
  • ფოტო მასალის დამუშავება (შედარება) და ზიანის დროული აღმოჩენა და რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (B2-C1);
  • სასურველია აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილების ქონა;
  • ავტო ნაწილების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები

  • ლოგიკური აზროვნების უნარი;ს
  • სხარტი აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post