სამედიცინო წარმომადგენელი
კომპანია "ასემოდი", სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სამედიცინო დაწესებულებებში (კლინიკები, სამედიცინო ცენტრები) რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
- სამედიცინო პერსონალთან და შესყიდვების პასუხისმგებელ პირებთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
- კომპანიის პროდუქციის (სამედიცინო სახარჯი მასალების) გაცნობა, პრეზენტაცია და პოპულარიზაცია;
- პროდუქციის დანიშნულების, მახასიათებლებისა და გამოყენების სფეროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- არსებული პარტნიორების საჭიროებების შესწავლა და მათთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- ახალი პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
- ბაზრისა და კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება;
- ვიზიტების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
- გაყიდვების მიზნებისა და კომპანიის მიერ განსაზღვრული გეგმების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ფარმაცევტული მიმართულებით);
- გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლის ან გაყიდვების მიმართულებით (სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- კომუნიკაცია: მოლაპარაკებების წარმოების, პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე;
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + მოტივაციური ბონუსი;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს სამედიცინო სფეროში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სამედიცინო წარმომადგენელი".