Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

Q5Q7CJ11 Posted 11 Nov Views: 2

არაუზრუნველყოფილი ჩამოწერილი სესხების ამოღების მენეჯერი

თიბისი

თიბისი

თიბისი external listing
Negotiable Apply by 9 Dec
Continue to the original listing ↗

“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - არაუზრუნველყოფილი ჩამოწერილი სესხების ამოღების მენეჯერი - ქუთაისი

ადგილმდებარეობა: სათაო / საცალო პრობლემური აქტივების მართვის განყოფილება მოქმედების ვადა: 25/11/2026 დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

  • პრობლემური სესხების მქონე კლიენტებისგან ვალდებულების დროულად ამოღება;
  • კლიენტებთან ურთიერთობა, როგორც ბანკს შიგნით ასევე მის გარეთ, მათ საცხოვრებელ, სამუშაო ან ბიზნესის ადგილებზე ;
  • გადაწყვეტილებების წერილობით მომზადება, დაკავშირებულ განყოფილებებთან ურთიერთობა სხვადასხვა სამუშაო საკითხებზე;
  • რეპორტების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა;
  • წინასწარ შეთანხმებულ პარამეტრებზე გასვლა.

ანაზღაურება

  • ფიქსირებული ხელფასი
  • საბონუსე თანხა

კვალიფიკაცია

  • სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კლიენტთან მოლაპარაკების უნარი;
  • Excel-ის და Word-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი.

უნარები

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • კონფლიქტის მართვის უნარი
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CM2xm

დამატებითი ინფორმაცია თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post