აუდიტორი
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე, შიდა აუდიტის სამსახურში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი) სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
პოზიციის ზოგადი აღწერა პოზიცია გულისხმობს კომპანიაში არსებული შიდა პროცესების, პროცედურების და ზოგადი გარემოს შესწავლას და შეფასებას მათი გაუმჯობესების მიზნით. ასევე, თავისი საქმიანობით, ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში კომპანიის/მენეჯმენტის მხარდაჭერას. აღნიშნული პოზიცია მოიაზრებს სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან ინტენსიურ და აქტიურ კომუნიკაციას, მათ მხარეს არსებულ ბიზნეს პროცესებში როგორც კონტროლის გარემოს გაუმჯობესების, ასევე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიაში არსებული პროცედურების და პოლიტიკების შესრულების შემოწმება:
- აუდიტის სასამხურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში არსებული სისუსტეების გამოსავლენად;
- რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწალა მათში არსებული რისკის არეების გამოსავლენად;
- გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;
- თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
- წინასწარ დადგენილი რისკ ინდიკატორების მიხედვით პროცესების შემოწმება;
- პროცესების შემოწმება დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;
- სხვა შიდა აუდიტთან დაკავშირებული საქმიანობა;
- სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადახვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
- კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;
- არსებული პროცესების აღწერა პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მათემატიკური, ეკონომიკური, ბიზნესის და ფინანსების ან იურიდიული მიმართულებით;
- ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამუშაო გამოცდილება აუდიტის, შიდა კონტროლის, სადაზღვევო ან საბანკო სექტორში პროცედურული ან ბიზნესს ანალიზის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
- MS Office -ის პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
- ინგლისურის კარგად ცოდნა (გამართულად წერის და საუბრის უნარი).
ძირითადი უნარები
- ანალიტიკური აზროვნება;
- ობიექტურობა;
- კონფიდენციალური და სენსიტიური ინფორმაციის მართვა/შენახვა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- აქტიური მოსმენის უნარი;
- თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
- დელატებზე ორიენტირებული;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და მოწესრიგებული;
- დროის ეფექტური მართვა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.