ოპერატორი
ევროპული და აზიური უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტების მაღაზია "Alubali Cash&Carry" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გლდანი, აკაკი ვასაძის ქ. N2 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე სამუშაო საათები: კვირაში არაუმეტეს 38 საათისა (შეთანხმებით) ანაზღაურება: 1000 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია, პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის დახმარება, პროდუქციის გაცნობა;
- სალაროსთან მუშაობა, პროდუქციის გატარება;
- პროდუქციის მიღება და დახლებზე განთავსება.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.