Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

R77YVA09 Posted 30 Oct Views: 49

მთავარი იურისტი

HH Recruitment external listing
Tbilisi Full-time Law
Negotiable Apply by 10 Nov
Sign in and apply

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს FMCG ინდუსტრიის წარმოების სექტორში.

სამუშაო აღწერილობა: სამართლებრივი უზრუნველყოფა და გუნდის მართვა:კომპანიის საქმიანობის სრული სამართლებრივი უზრუნველყოფა;სამი იურისტის ხელმძღვანელობა: კომპლაენსის, კომერციული ხელშეკრულებებისა და სხვა კორპორატიული სახელშეკრულებო საკითხების მიმართულებებით.

ხელშეკრულებები და მოლაპარაკებები:იურიდიული გუნდის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების) და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;კომპანიის მომწოდებლებთან, შემსყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაბამის მოლაპარაკებებში ჩართვა და სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

კონსულტირება და კორპორატიული მხარდაჭერა

  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის მენეჯმენტის სამართლებრივი მხარდაჭერა კორპორაციულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი კორპორაციული დოკუმენტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი აღსრულების კონტროლი;
  • კომპანიის მენეჯმენტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს სტრატეგიებისა და ინიციატივების სამართლებრივი შედეგების შესახებ;

დავები და წარმომადგენლობა

  • კომპანიის სასამართლო და სააღსრულებო საქმისწარმოებების მართვა და სასამართლოში წარმომადგენლობა;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;

გარე კონსულტანტებთან კოორდინაცია

  • საჭიროების შემთხვევაში, გარე იურიდიულ, საგადასახადო ან/და სხვა სახის კონსულტანტებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
  • არანაკლებ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიცია, სასურველია FMCG ინდუსტრიაში;
  • ინგლისურ და რუსულ ენებზე, იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კომპანიის სასამართლო პროცესზე წარდგენის გამოცდილება;
  • სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
  • ინგლისური ენის მაღალ, ხოლო რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post