Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

R96ERMK6 Posted 13 Nov Views: 3

სასრიალო გზების მომზადების და გათოვლიანების სამსახურის მემანქანე ოპერატორი

ემ თი ეი

ემ თი ეი

ემ თი ეი external listing
₾2490 / month Sign in and apply

+81% vs the usual · usual 1,377 ₾ · 66 ads

Posted 13 Nov (Days left: 17) Apply by 30 Nov

Insurance · in the ad

შპს „ემ თი ეი“ აცხადებს ვაკანსიას სასრიალო გზების მომზადების და გათოვლიანების სამსახურის მემანქანე ოპერატორის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ

  • კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
  • თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი : დაბა ბაკურიანი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 2490 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები

  • თოვლსატკეპნი მანქანების გამართული მუშაობისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
  • თოვლსატკეპნი ტექნიკის სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • სასრიალო გზების, სადგურების მიმდებარე ტერიტორიების და სნოუ-პარკების გაწმენდა-მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ვიზიტორთა მომსახურება (თოვლსატკეპნი მანქანით ვიზიტორთა გადაყვანა);
  • სამაშველო ოპერაციებში ჩართულობა;
  • დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია პროფესიული ან/ და ტექნიკური განათლება;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

„საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post