ინგლისური ენის მასწავლებელი
ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი "Gl School" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის სწავლების მოტივაცია და სურვილი;
- პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნასა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- მეგობრულობა და საქმის მიმართ ერთგულება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
- მოტივირებულობა მუდმივად ზრუნავდე საკუთარი კვალიფიკაციისა და ცოდნის დონის ამაღლებაზე;
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს და აქვთ საგანმანათლებლო სტრუქტურაში მოსწავლეთა ჯგუფებთან გაკვეთილების ჩატარების მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ გარემოსა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.
ანაზღაურება - ხელზე ასაღები 1200 ლარიდან, კვირაში 2 დღე, 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: ბათუმი ინგლისური ენის მასწავლებელი.
CV-ების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს და დავგეგმავთ მათთან გასაუბრებას.
გისურვებთ წარმატებებს!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.