HACCP-ის სპეციალისტი
კომპანია "დელფუდი" დასავლეთ საქართველოს რეგიონში აცხადებს ვაკანსიას HACCP-ის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- HACCP სისტემის დანერგვაში მონაწილეობის მიღება, მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესება;
- საწარმოო პროცესების, სანიტარული მდგომარეობისა და ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი;
- შიდა ინსპექტირებებისა და აუდიტების ჩატარება, დარღვევების გამოვლენა და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
- სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და წარმოება;
- თანამშრომლებისთვის სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება;
- ნედლეულის, მზა პროდუქციისა და საწარმოო პროცესების შესაბამისობის კონტროლი;
- სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაცია ინსპექტირების პროცესში;
- ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.
- პროდუქციის ეტიკეტირების სისწორისა და მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, სურსათის უვნებლობის, ბიოლოგიის, ქიმიის ან მონათესავე მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი
გამოცდილება
- HACCP-ისა და მოქმედი სურსათის უვნებლობის რეგულაციების ცოდნა;
- სასურველია ISO 22000-ის ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნა
- მართვის მოწმობა;
- სასურველია პირადი ავტომობილის ფლობა,
პირობები
- გრაფიკი - შეთანხმებით
- ანაზღაურება - 1500-2500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (HACCP-ის სპეციალისტი) ან დაგვიკავშირდით ნომერზე