Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

T2FKY3G6 Posted 6 Nov Views: 22

Recruiter

Negotiable Apply by 7 Dec
Sign in and apply
Uniform · in the ad

Translated automatically from the original posting. Read the original in Georgian →

"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორატიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე.

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00, 1 საათი შესვენება) სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (კვირაში 1 დღე ოფისიდან, 4 დღე დისტანციურად) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

თანამშრომელთა მოძიებისა და შერჩევის სრული ციკლის მართვა (Full-Cycle Recruitment); ვაკანტური პოზიციების მოთხოვნების განსაზღვრა შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით; ვაკანსიების ტექსტების მომზადება და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება; კანდიდატების აქტიური მოძიება სხვადასხვა არხის გამოყენებით (Active Sourcing / Headhunting); მიღებული რეზიუმეების განხილვა, კანდიდატების პირველადი შეფასება და შერჩევა; სატელეფონო, ონლაინ და პირისპირ გასაუბრებების ჩატარება; კანდიდატების პროფესიული კომპეტენციებისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასება; შერჩევის პროცესის კოორდინაცია და კანდიდატებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; კანდიდატების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება; რეკრუტინგის პროცესის შედეგების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით); HR-ის მიმართულებით, კერძოდ რეკრუტინგში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; თანამშრომელთა მოძიებისა და შერჩევის თანამედროვე მეთოდებისა და ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა; რეკრუტინგის სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის პრაქტიკული გამოცდილება; კანდიდატების შეფასებისა და კომპეტენციებზე დაფუძნებული გასაუბრებების ჩატარების გამოცდილება; სხვადასხვა რეკრუტინგული პლატფორმისა და პროფესიული ქსელის ეფექტიანად გამოყენების უნარი; MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვის უნარი; დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და მრავალ ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი; კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (რეკრუტერი)

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში. თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post