9,471 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

T3XN3NJ8 Posted 23 Oct Views: 46

მარკეტინგის მენეჯერი

Sign in and apply
Negotiable Apply by 23 Nov

სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურებას.

"ბილიონის" მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით

კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N159 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პორტფელში არსებული ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება;
  • მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა, შედეგების პროგნოზირება, აქტივობების კალენდრის შექმნა და ბიუჯეტის განსაზღვრა;
  • ბრენდის ციფრული პლატფორმებისთვის კონტენტ კალენდრისა და სტრატეგიის შემუშავება;
  • ბაზრის ტენდენციების კვლევა, ანალიზი და კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა;
  • კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციფიკური კვლევითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • განხორციელებული პროექტების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • გარე პარტნიორებთან, სააგენტოებთან და კონტრაქტორებთან მოლაპარაკება თანამშრომლობის პირობების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
  • მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • კრეატიულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიული ხედვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post