ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
"EasyWay" ქვეყნის ლიდერი ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.
"EasyWay" 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც მას მომსახურების ხარისხის და ვადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ჩვენი გუნდის მიზანია, გაგიმარტივოთ ამანათების გადაზიდვის პროცესი.
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქუთაისის საწყობის ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც პროგრამულად უზრუნველყოფს საკურიერო სამსახურისთვის მისამართების განაწილების პროცესს, ჩართული იქნება ამანათების განაწილების, გაშვების, მიღებისა და სკანირების პროცესში.
კომპანიის ვებგვერდი: https://easyway.ge/ka
მდებარეობა: ქ. ქუთაისი, სულხან - საბა ორბელიანის N 8 სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
- მიღების, შენახვის, მიწოდებისა და აღწერის პროცესების ორგანიზება;
- საწყობის თანამშრომელთა კოორდინაცია და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია;
- ანგარიშგების მომზადება და ზედამხედველობასთან კომუნიკაცია;
- სკანირების პროცესის მართვა;
- კურიერების დისპეტჩინგი და შესასრულებელი/შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი.
მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება საწყობის ან ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე;
- გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების დროული გადაწყვეტის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- პროფესიონალთა გუნდში მუშაობის გამოცდილებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.