ფილიალის მენეჯერი
კაფეტერიების ქსელი დეგუსტო, აცხადებს ვაკანსიას “ფილიალის მენეჯერი“-ს პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა; - ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; - შეკვეთების განხორციელება და პროდუქციის მიღება; - სასაწყობე მარაგების კონტროლი, შესაბამისი ნორმების დაცვით; - სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაცია; - ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი; - ფილიალში შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; - მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სარესტორნო ქსელში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - გუნდის მართვის გამოცდილება; - მარაგების მართვის გამოცდილება; - საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები: - კომუნიკაციის უნარი; - პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი; - ორგანიზებული; - ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
პოზიციის პირობები : - ანაზღაურება: 1400 ლარი - ჯანმრთელობის დაზღვევა; - ფიტპასი; - სრულად უზრუნველყოფილი კვება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ფილიალის მენეჯერი“.
დეგუსტო მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.