ბარის მენეჯერი
Shuffle Boar ეძებს ბარის მენეჯერს.
Shuffle Boar პირველი შაფლბორდის ბარია რეგიონში. ის მდებარეობს თბილისში, ცეხის ტერიტორიაზე, თამარ მეფის 18-ში და აერთიანებს თამაშებს, კოქტეილებსა და საჭმელს. ბრენდი ასევე აწარმოებს შაფლბორდის მაგიდებს და გეგმავს გაფართოებას რეგიონის მასშტაბით; ამ გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ბარის გამართულ მუშაობასა და მის მენეჯერზეა დამოკიდებული.
ვის ეძებს კომპანია:
კომპანია ეძებს მენეჯერს, რომელიც სრულად ჩაიბარებს ბარის ყოველდღიურ მართვას, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით, და იზრუნებს ბიზნესის ზრდაზე.
მენეჯერი ანგარიშვალდებულია მფლობელებთან. დამოუკიდებლად მისაღები და შესათანხმებელი გადაწყვეტილებების ფარგლები წინასწარ განისაზღვრება.
- მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ჰორეკა სექტორში მენეჯერის პოზიციაზე.
- გუნდის შერჩევის, სწავლებისა და მართვის გამოცდილება.
- შესყიდვებისა და მარაგების მართვის გამოცდილება.
- თვითღირებულებისა და საოპერაციო ხარჯების კონტროლის ცოდნა.
- ანგარიშების მომზადებისა და ანალიზის უნარი.
- საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული ცხრილების სამუშაო დონეზე ცოდნა.
- დავალებების დაგეგმვისა და შესრულების კონტროლის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია.
- რუსული ენის ცოდნა სასურველია.
მოვალეობები
- ბარის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით.
- საოპერაციო სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვა და შესრულების კონტროლი.
- შეთანხმებული სახელფასო ბიუჯეტის ფარგლებში გუნდის სტრუქტურის, საჭირო პოზიციებისა და ანაზღაურების განაწილების შეთავაზება.
- პერსონალის აყვანა, სწავლება, სამუშაოს ორგანიზება და შესრულების შეფასება, სამზარეულოს გუნდის ჩათვლით.
- მომსახურებისა და სტუმრების სათამაშო გამოცდილების გაუმჯობესება.
- საჭმლისა და სასმელების ხარისხის კონტროლი შესაბამის გუნდებთან ერთად.
- შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა.
- მარაგების კონტროლი და ყოველ ორ კვირაში აღწერის დაგეგმვა და ზედამხედველობა.
- თვითღირებულების, საოპერაციო ხარჯებისა და დანაკარგების კონტროლი და ოპტიმიზაცია.
- საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვა მფლობელებთან ერთად და მისი შესრულების კონტროლი.
- საჭმლისა და სასმელების მენიუს გეგმიური განახლების ხელმძღვანელობა.
- მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან საერთო სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება.
- მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ღონისძიებების, მათ შორის კორპორატიული ღონისძიებების, ოპერაციული კოორდინაცია.
- პოტენციურ სპონსორებთან ურთიერთობაში მონაწილეობა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად.
- ბიზნესის შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება.
- გაყიდვების, ხარჯებისა და საოპერაციო შედეგების ანგარიშგება: გეგმასთან შედარება, გადახრების მიზეზების ანალიზი და გამოსასწორებელი ნაბიჯების განსაზღვრა.
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
- სივრცის, ტექნიკისა და სათამაშო ინვენტარის გამართულობისა და გეგმიური მოვლის ზედამხედველობა.
რას სთავაზობს კომპანია
- კონკურენტულ ყოველთვიურ ხელფასს: 4 000-6 000 ლარი ხელზე. საბოლოო თანხა დამოკიდებულია შეთანხმებულ პასუხისმგებლობებზე, მათ შორის შესყიდვებისა და ხარჯების კონტროლის ფუნქციების შესრულების/ზედამხედველობის მოცულობაზე.
- მრავალმხრივ საბონუსე სისტემას, შეთანხმებული შედეგების მიხედვით.
- გამართულ ბრენდს და მარკეტინგისა და გაყიდვების გამოცდილ გუნდს.
- შესაძლებლობას, მენეჯერმა შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში თავად დაგეგმოს გუნდის სტრუქტურა და სამუშაოს განაწილება.
- ბრენდის რეგიონულ განვითარებაში მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას.
- თანამშრომლის ბენეფიტების პაკეტს.
ადგილმდებარეობა: ცეხი, თამარ მეფის გამზირი 18, თბილისი სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე და subject-ში მიუთითონ "ბარის მენეჯერი".