8,993 live vacancies
← All vacancies

WNX3DSV2 Posted 30 Sep 11 views

სასტუმრო ეპიზოდი

სასტუმრო ეპიზოდი

მზარეული

Tbilisi Full-time Food / Restaurants
Sign in and apply
₾1500 / month Apply by 31 Oct

სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. 41 სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე. კვირაში 40 სთ. ანაზღაურება: 1500 ლარი ბენეფიტები: კვება / დაზღვევა / ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა. 8 საათიანი ცვლა დინამიური გრაფიკი დილის და საღამოს სმენა

ძირითადი მოვალეობა:

  • შეკვეთის მომზადება კალკულაციების დაცვით, რეცეპტების შესაბამისად;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • კერძისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება, დახარისხება, ვადების კონტროლი;
  • მაცივრების ტემპერატურის კონტროლი;
  • საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციის წარმოება;
  • მარაგების შევსება/განახლების უზრუნველყოფა;
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მახასიათებლები:

  • სასურველია მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
  • შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მზარეული".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

About the employer
სასტუმრო ეპიზოდი
Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post