Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

WQPCZMDV Posted 13 Nov Views: 3

დარაჯი

Tbilisi Full-time Security
₾800 / month Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 3) Apply by 16 Nov

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დარაჯი პოზიცია: დარაჯი ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: მორიგეობით თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით, თსუ-ს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულებითა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მიერ დამტკიცებული მორიგეობის ყოველთვიური გრაფიკით ხელმძღვანელობა;
  • დასაცავი კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მუდმივი კონტროლი;
  • ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობის კონტროლი;
  • კორპუსში კაბინეტებისა და დარბაზების განლაგებისა და მათი თავისებურებების ცოდნა;
  • მიმაგრებული კორპუსის ქონების დაცვა დაზიანების, გაძარცვის, ხანძრისა და სხვა სახის ავარიისგან;
  • კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დადგენილი წესის შესაბამისად შემოვლა;
  • სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას თსუ-ს შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების დაცვა;
  • ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და სტუმრებთან კორექტული და ეთიკური კომუნიკაცია;
  • ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
  • თსუ-ს შინაგანაწესისა და ბიბლიოთეკის შიდა სტანდარტების შესაბამისად ნებისმიერი დარღვევის აღკვეთა;
  • ბიბლიოთეკაში ალკოჰოლური სასმელების შეტანის, თამბაქოს მოწევისა და აზარტული თამაშების აღკვეთა;
  • კორპუსში ნებისმიერი ნივთის ან ინვენტარის უნებართვოდ შემოტანისა და გატანის კონტროლი, გარდა პირადი ნივთებისა;
  • დაცვისა და უსაფრთხოების სხვა თანამშრომლებთან ერთად დასაცავ ობიექტზე უნებართვოდ შეღწეული პირების დაკავების მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პირველადი დახმარების გაწევა ან ბიბლიოთეკის დირექციისა და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების ინფორმირება;
  • დანაშაულებრივი ფაქტების, კონფლიქტური სიტუაციებისა და სხვა გართულებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თსუ-ს ოპერატიული მართვის ცენტრის, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების ინფორმირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სრული ზოგადი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • დასაბუთების უნარი;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანობა და დაკვირვებულობა;
  • კონფლიქტურ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი;
  • შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისი ფიზიკური მონაცემები.

ჩვენ გთავაზობთ

  • კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების პერსპექტივას.

განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.

ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:„დარაჯი“ განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 ნოემბრის ჩათვლით, 2026 წელი. გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post