Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

WR9JNGQ1 Posted 12 Nov Views: 4

სამედიცინო წარმომადგენელი

Tbilisi Full-time Sales
₾2000 / month Continue to the original listing ↗

Posted 12 Nov (Days left: 9) Apply by 21 Nov

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში

კვალიფიკაცია და მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, ფარმაცევტული, პედიატრიის ან მედიცინის ფაკულტეტი);
  • სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და გავლენის მოხდენის უნარი;
  • შედეგზე და გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა.

სამუშაო მოვალეობები

  • კომპანიის პროდუქციის აქტიური პრომოცია და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული ინფორმაციული მარკეტინგი;
  • ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ექიმებსა და ფარმაცევტებთან;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანალიზი;
  • ბაზრის ტენდენციების დაკვირვება და უკუკავშირის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას - 2000 ლარი (net) (ფიქსირებული + ბონუსი);
  • ზრდად ბონუსს, რომელიც ყოველ 3 თვეში იზრდება და პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს სამუშაო შედეგებთან;
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.11.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/FtzIMBXP75

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post