Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

X4BBMNBX Posted 9 Nov Views: 1

კლინიკური სწავლების კოორდინატორი

Tbilisi Full-time Education
Negotiable Apply by 26 Nov
Sign in and apply

"თბილისის სამედიცინო აკადემია" (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა-ს მისიაა: "თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."

პოზიცია: კლინიკური სწავლების კოორდინატორი სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მედიცინის მიმართულებით);
  • ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური)
  • MS Office ცოდნა;

ფუნქციები:

1. აფილირებულ კლინიკებთან/სასწავლო ბაზებთან კოორდინაცია

  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებით კლინიკური ბაზების შესახებ სრული ინფორმაციის დამუშავება (კლინიკების ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი);
  • სასწავლო ბაზების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებით კლინიკური ბაზების ლექტორებთან კომუნიკაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში კლინიკური ეტაპის სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის შეხვედრების ორგანიზება;

2. კლინიკურ სასწავლო კურსებზე სასწავლო/საგამოცდო პროცესის დაგეგმვა/კოორდინირება

  • კლინიკურ ეტაპზე სასწავლო ცხრილების შედგენა და ინფორმაციის შესაბამის ლექტორებთან მიწოდების უზრუნველყოფა;
  • დაუგეგმავ ცვლილებებზე რეაგირება, ცვლილებების შესახებ შესაბამისი პირების დროული ინფორმირება, ცვლილებების ასახვა სასწავლო ცხრილებში;
  • კლინიკური სწავლების ეტაპზე საგამოცდო ცხრილის შედგენა;
  • კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში საგამოცდო პროცესის კოორდინირება;

3. კლინიკურ ბაზებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი/ანგარიში

4. საჭიროებისას კლინიკურ ეტაპზე სწავლებაში ჩართულ ლექტორებთან შეხვედრების, ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობა;

5. კლინიკურ სწავლებასთან დაკავშირებით სხვა დავალებების შესრულება საჭიროებების/მოთხოვნის შესაბამისად;

ჩვენ გთავაზობთ

  • დინამიური და მოტივირებული გუნდის წევრობას;
  • პროფესიულ ტრენინგ კურსებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება CV-ების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2026 წლის 25 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე (წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ინსტიტუციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post