მძღოლი-კურიერი
ლოგისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-კურიერის პოზიციაზე კომბოს ტიპის ავტომობილზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 ლარი; ** გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირა დასვენება; ** მდებარეობა: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 64.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილის კომბოს ტიპის ავტომობილის მართვა;
- ამანათების ტრანსპორტირება და მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე;
- კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
- არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე;
- თბილისის ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა).
ჩვენი უპირატესობები:
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტის მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ "მძღოლი - კურიერი" ან შეავსეთ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/d8745fcb6f72f83842055f09df961a8f
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.