Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

ZVAHR1W1 Posted 13 Nov Views: 0

გერმანული ენის მასწავლებელი

Negotiable Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.

http://www.millennium-school.org ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ათასწლეულის სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი

  • გეგმავს და წარმართავს სხვადასხვა ენობრივ დონეზე და სხვადასხვა სასწავლო ჯგუფებთან შესაბამის სასწავლო ერთეულებს;
  • იყენებს სწავლების ტექნიკების, აქტივობებისა და სასწავლო მასალების ფართო სპექტრს;
  • შეუძლია საჭიროებისამებრ შეიმუშაოს დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა სხვადასხვა კონტექტებისათვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კომუნიკაციური და ენობრივი შინაარსები;
  • იყენებს სასწავლი პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზს სამომავლო საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად;
  • თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის განვითარებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სამიზნე ენის მიმართულებით, რომლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მეთოდიკა -დიდაქტიკის კომპონენტსა და პედაგოგიურ პრაქტიკას (ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი უცხოური ენების სწავლების შესაბამისი სპეციალიზაციით);
  • სამიზნე ენაზე მიღებული უმაღლესი განათლება ან /და შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
  • სასურველია სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

საბუთების მიღება მიმდინარეობს 30 ნოემბრის ჩათვლით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2026-2027 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.

სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post