8667 live vacancies
← All vacancies

VRNX2SF3 Posted 6 Aug 67 views

Bank of Georgia

Bank of Georgia

მიმღებ-შემფასებელი - თბილისი

Bank of Georgia
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Negotiable

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სალომბარდო საქმიანობის დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას მიმღებ-შემფასებლისპოზიციაზე ქ. თბილისში.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: - შეაფასებ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და გააფორმებ შესაბამის სესხს;

  • გირაოს ნივთებს დაუბრუნებ მსესხებელს;
  • განახორციელებ თანხის კონვერტაციასა და მიიღებ გზავნილებს;
  • გაგზავნი შეტყობინებებს მსესხებლებთან;
  • გაყიდვების გაზრდის მიზნით განახორციელებ შესაბამის ღონისძიებებს.

ჩვენ გთავაზობთ: - თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარება, განივითარო პიროვნული უნარები და მიიღო საბაზისო ცოდნა საბანკო-სალომბარდე პროდუქტებისა და პროცესების შესახებ;

  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს და ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი კვალიფიკაცია:

განათლება: - სავალდებულოა უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი);

  • სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი.

სამუშაო გამოცდილება: - სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები: - მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;

  • კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • დეტალებზე ორიენტირება, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს გამოაგზავნეთ განაცხადი“.რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 22 სექტემბერი 2026.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Bank of Georgia
Website ↗
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post