9,115 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

01P88M8F Posted 25 Oct Views: 28

სამედიცინო წარმომადგენელი

Medical World external listing
Tbilisi Full-time Sales
Sign in and apply
₾2000 / month about the usual · usual 1,944 ₾ · 418 ads Apply by 27 Oct

„მედიქალ ვორლდი“ 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“სახელითაა ცნობილი “Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი!!

„მედიქალ ვორლდი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი; ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ.N3 სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00) ანაზღაურება: 2000 ლარიდან ზემოთ გამოცდილების მიხედვი და ბონუსი.

სამუშაოს აღწერა: - პოტენციური მომხმარებლისთვის, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების აქტიური შეთავაზება; - კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება; - არსებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება; - მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა; - კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ; - საბაზრო ფასების და ახალი პროდუქტების მონიტორინგი; - პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ყოველკვირეული დაგეგმვა და რეპორტის წარმოება; - ყოველთვიური გეგმით განსაზღვრული შედეგების შესრულება;

მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - სამედიცინო გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; - საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა; - მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი; - გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; - პასუხისმგებლობა; - ინიციატივის გამოვლენის უნარი; - ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

ჩვენთან დაგხვდებათ: - თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს; - კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში. - ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც). - FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შებამისი გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ.ფოსტაზე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post