მძღოლ-ექსპედიტორი/დისტრიბუტორი
შპს "საზღვაო იმპერია" (ლუდის ხემსის, ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საბითუმო მიმწოდებელი) აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის/დისტრიბუტორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
პირობები
- სტაბილური სამუშაო განვითარებად კომპანიაში;
- კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული + ბონუსი მიწოდებებზე, საწვავის ანაზღაურება);
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ან 6/1 განიხილება ინდივიდუალურად
მოვალეობები
- შეკვეთების მიღება საწყობიდან და მომზადება მიწოდებისთვის;
- პროდუქციის დროული მიტანა ობიექტებზე (მაღაზიები, ბარები, რესტორნები) თბილისის მასშტაბით;
- თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება, ზედნადებებთან მუშაობა;
- ანგარიშსწორება კლიენტებთან (ნაღდი/უნაღდო) და რეპორტინგი.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (საკუთარი ეკონომიური ან ტვირთამწე ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად);
- ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
- თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა და ნავიგაციის გამოყენების უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვებსაიტი: https://maritimeempire.ge/