Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

2547NYTZ Posted 8 Nov Views: 0

ბუღალტერი

თი-ემ-სი

თი-ემ-სი

თი-ემ-სი external listing
₾2000–2500 / month Apply by 5 Dec
Sign in and apply

აუდიტორულ კომპანია TMC-ის ესაჭიროება ბუღალტერი, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად სამშენებლო კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვაზე.

სამუშაო პირობები: ანაზღაურება ხელზე: 2000-2500 ლარის ფარგლებში, კვალიფიკაციის შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევა; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე; ადგილმდებარეობა - თბილისი, საბურთალო.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
  • ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო, ასევე წერილობით.

აუცილებელი უნარები

  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება/დეკლარირება სტანდარტების დაცვით;
  • საგადასახადო ორგანოებში, დეკლარაციებისა და სხვა საჭირო ანგარიშგებების შედგენა და მათი წარდგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით;
  • ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:,,ბუღალტერი“ (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).

დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს. გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება დამუშავდეს, რათა დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მომავალი ვაკანსიებისთვის. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემების შეცვლა ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ.მისამართზე. კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post