9,768 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

2WRHAFDN Posted 20 Oct Views: 18

ამწე მოწყობილობების გაყიდვების ინჟინერი

ციტადელი external listing
Tbilisi Full-time Sales Engineer
Sign in and apply
Negotiable Apply by 21 Nov
Insurance · in the ad

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ამწე მოწყობილობების გაყიდვების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", "Liebherr" და "Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.citadeli.com

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ამწე მოწყობილობების საინჟინრო პროექტების გაყიდვის პროცესებში მონაწილეობა;
  • საინჟინრო პროექტის დამუშავება, სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • დაინტერესებული პირებისთვის, პოტენციური მყიდველებისთვის ამწე მოწყობილობების სისტემების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათივე პროექტის დამუშავება და სხვადასხვა ალტერნატივების შეთავაზებაში მონაწილეობა;
  • მომზადებული ნახაზების მიხედვით ამწე მოწყობილობების სისტემების მონტაჟისა და სწორი ექსპლუატაციის მონიტორინგი;
  • გაყიდვების თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა, მათი მოზიდული პროექტებისთვის ფინანსური გაანგარიშება, სხვადასხვა ალტერნატიული წინადადებების მომზადება და გაცნობა;
  • დავალებების მაღალხარისხოვნად და დაგეგმილ ვადებში შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინჟინრად მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, რუსული (სასურველია);
  • საინჟინრო პროგრამების ცოდნა - AutoCAD, archiCAD.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული;
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის #181.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post