9,056 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

4W94311J Posted 26 Oct Views: 33

იურისტი - კორპორაციული რეგისტრაცია და მიგრაცია

Georgie Facile external listing
Remote Full-time Law
Sign in and apply
₾2000–2500 / month Apply by 7 Nov
Uniform · in the adOfficial contract · in the adInsurance · in the ad

კომპანია "GEORGIE FACILE LLC" აცხადებს ვაკანსიას იურისტის (კორპორაციული რეგისტრაცია და მიგრაცია) პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

Georgie Facile არის თბილისში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ფრანგულენოვან მეწარმეებსა და მათ ოჯახებს ეხმარება საქართველოში დაფუძნებაში: კომპანიის რეგისტრაცია, საგადასახადო რეზიდენტობა, საბანკო ანგარიშები, უძრავი ქონებისა და საფინანსო ინვესტიციები.

ჩვენი გუნდი თბილისშია, ჩვენი კლიენტები კი ევროპიდან არიან. ვართ მცირე, სწრაფად მზარდი და საერთაშორისო გარემოს მქონე კომპანია, სადაც თითოეული ადამიანი რეალურ პასუხისმგებლობას იღებს და მუშაობს პირდაპირ დამფუძნებლებთან.

ვებგვერდი: https://georgiefacile.com

ადგილმდებარეობა: თბილისი, თავისუფლების მოედანი სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:30-18:30 სამუშაო ფორმატი: ოფისიდან, ველზე გასვლებით (იუსტიციის სახლი, ნოტარიუსი, საჯარო რეესტრი). დისტანციური ფორმატი არ განიხილება. კატეგორია: იურიდიული/სამართალი

ფუნქცია-მოვალეობები

კორპორაციული რეგისტრაცია

  • კლიენტების კომპანიების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში: ინდივიდუალური მეწარმე, მცირე ბიზნესის სტატუსი, შპს;
  • სადამფუძნებლო დოკუმენტების, წესდებებისა და პარტნიორთა შეთანხმებების მომზადება;
  • მინდობილობების მომზადება და ნოტარიუსებთან კოორდინაცია;
  • სერტიფიცირებულ თარჯიმნებთან კოორდინაცია და თარგმანების ხარისხის კონტროლი;
  • იურიდიული მისამართისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების მართვა.

მიგრაცია

  • შრომითი ნებართვებისა და ბინადრობის ნებართვების განაცხადების მომზადება და წარდგენა;
  • დოკუმენტაციის სისრულისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის წინასწარი შემოწმება;
  • განაცხადების სტატუსის მონიტორინგი და ვადების კონტროლი;
  • მიგრაციულ კანონმდებლობაში ცვლილებების მონიტორინგი.

კომპანიის შიდა სამართლებრივი მხარდაჭერა

  • შრომითი ხელშეკრულებების, მომსახურების პირობებისა და პარტნიორობის ხელშეკრულებების მომზადება და განხილვა (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • საერთაშორისო პარტნიორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების განხილვა და რისკების იდენტიფიცირება;
  • ბუღალტერთან კოორდინაცია: კლიენტების საანგარიშგებო ვადების კალენდრის წარმოება და დეკლარაციების დროული წარდგენის კონტროლი;
  • შიდა პროცედურების დოკუმენტირება და სამუშაო ინსტრუქციების შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სავალდებულო

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • იუსტიციის სახლთან, საჯარო რეესტრთან ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მუშაობის რეალური გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე - ინგლისური ჩვენი სამუშაო ენაა და კანდიდატის დონე შემოწმდება გასაუბრებაზე პრაქტიკული დავალებით;
  • სამეწარმეო და სამოქალაქო სამართლის კარგი ცოდნა;
  • MS Office-ის ფლობა.

უპირატესობად ჩაითვლება

  • მიგრაციული სამართლისა და ბინადრობის ნებართვების პროცედურების გამოცდილება;
  • სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში საქმისწარმოების გამოცდილება;
  • უცხოელი კლიენტების მომსახურების, რელოკაციის ან კორპორაციული სერვისების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური C1 დონეზე;
  • ფრანგული ენის ცოდნა;
  • AI ინსტრუმენტებით მუშაობის გამოცდილება.

ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის სავალდებულო.

პიროვნული კომპეტენციები

  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა - ჩვენს სფეროში ერთი უზუსტობა კლიენტის განაცხადის უარყოფას ნიშნავს;
  • რამდენიმე საქმეზე ერთდროულად და მკაცრ ვადებში მუშაობის უნარი;
  • მობილურობა და მზაობა ყოველდღიური ველზე გასვლებისთვის;
  • მოქნილობა და ინიციატივა მცირე, სწრაფად მზარდ გუნდში.

რას გთავაზობთ

  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი NET, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით;
  • კვარტალური ბონუსი შედეგების მიხედვით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • უვადო შრომითი ხელშეკრულება, 3 თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადით;
  • ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება;
  • 24 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
  • პირდაპირი მუშაობა კომპანიის დამფუძნებლებთან, შუალედური რგოლების გარეშე;
  • რეალური პროფესიული ზრდა: პოზიცია იზრდება კომპანიასთან ერთად.

როგორ დავუკავშირდეთ

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე მისამართზე.

სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: იურისტი.

გთხოვთ, წერილში მოკლედ (3-5 წინადადება, ინგლისურად) აღწეროთ ერთი კონკრეტული საქმე, რომელიც თქვენ თავად აწარმოეთ იუსტიციის სახლში ან მიგრაციის მიმართულებით.

დაგიკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის ბოლო ვადა: 6 ნოემბერი, 2026.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post