Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

54SNM9D9 Posted 10 Nov Views: 8

ვადაგადაცილებული აქტივების კოორდინატორი

₾700 / month Apply by 11 Dec
Sign in and apply

"ფინჰაბ ჯორჯია" წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, რუმინეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში.

კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში.

კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიაღწიე პროფესიულ წარმატებას!

ჩვენ ვეძებთ ვადაგადაცილებული აქტივების კოორდინატორს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.

ადგილმდებარეობა: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ₾ + ყოველთვიური ბონუსი. (საშუალო ჯამური ანაზღაურება 2000 ლარიდან)

რას გთავაზობთ?

  • მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.

რა იქნება შენი მთავარი ამოცანები?

  • კლიენტებთან კომუნიკაცია — დახმარება გადახდის სწორი გეგმის შერჩევაში;
  • გრაფიკში არსებული დებიტორების (მსესხებლების) გადახდების კონტროლი;
  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ეფექტიანი მართვა;
  • მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების მიღწევა გადახდებზე;
  • პრობლემური კლიენტების ვიზიტები საჭიროებისამებრ;
  • რესტრუქტურიზაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
  • ყოველდღიური ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის;
  • თანამშრომლობა სამართლებრივ ორგანოებთან, აღმასრულებლებთან და სხვა პარტნიორებთან.

თუ ხარ

  • კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობიანი;
  • მიზანდასახული;
  • ორიენტირებული შედეგზე და გუნდური მუშაობის მოყვარული,

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ფინჰაბ ჯორჯია"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

https://www.finhub.ge/ka

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post