Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

5DJVA5B3 Posted 14 Nov Views: 4

ფილიალის მენეჯერის მოადგილე

მადარტი external listing
₾2500–3000 / month Sign in and apply

Posted 14 Nov (Days left: 30) Apply by 14 Dec

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer

გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

  • გასაუბრება HR სპეციალისტთან;
  • ტესტირება Exel-ში და პროექტული დავალების შესრულება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან;
  • სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ჩვენ ვითხოვთ

  • უმაღლეს განათლებას ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნას;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილებას - წარმოების ან/და სასაწყობე-სამეურნეო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
  • პერმანენტულ ინიციატივებს;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
  • გუნდის ეფექტური მართვის უნარს;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ფილიალის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში აქტიური ჩართულობა;
  • ფილიალში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მართვის პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • ფილიალის საწარმოო, სასაწყობე, გაყიდვების, სამეურნეო და ინფრასტრუქტურული პროცესების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ფილიალის საწარმოო მიმართულების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ფილიალის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირებაში აქტიური ჩართულობა;
  • თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, შედეგებიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებების გატარება;
  • შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის ზრდის მიზნით სტრატეგიული ღონისძიებების გატარება;
  • მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
  • ანაზღაურება: 2500-3000 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ, აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post