მთავარი ინჟინერი
ვაცხადებთ ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე კომპანია "ელტეგისთვის" (www.elteg.ge).
კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორია.
მთავარი ინჟინერი ხელმძღვანელობს ტექნიკურ / მონტაჟის სამსახურს და უშუალოდ ექვემდებარება ტექნიკურ დირექტორს. მისი მთავარი მიზანია დანადგარების ნასყიდობა-მონტაჟის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ობიექტის დამკვეთზე და სერვისზე გადაბარებამდე სამონტაჟო საქმიანობის სრული ციკლის მართვა — დადგენილ ვადებში, დაგეგმილი თვითღირებულების ფარგლებში, EN 81 სტანდარტისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით და დამკვეთის კმაყოფილების უზრუნველყოფით.
მთავარი ინჟინრის პოზიციაზე მივესალმებით ორგანიზებულ, გუნდის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების, პრობლემებისა და კონფლიქტების სწრაფად გადაჭრის, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარებისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44 სამუშაო განაკვეთი: სრული, მივლინებები რეგიონებში მდებარე ობიექტებზე ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური / მონტაჟის სამსახურის ხელმძღვანელობა, ინჟინრისა და საქმეთა მწარმოებლების საქმიანობის კოორდინაცია და სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- დამკვეთთან კომუნიკაციის საფუძველზე მისი საჭიროებების იდენტიფიცირება და წერილობით ფორმალიზება;
- ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და დაზუსტება, კომპლექსური ტექნიკური მოთხოვნების შედგენა და ნასყიდობა-მონტაჟის ხელშეკრულების ტექნიკური ნაწილის დადასტურება;
- პროექტების ადმინისტრირება ხელშეკრულების ხელმოწერიდან ობიექტის დამკვეთზე გადაბარებამდე;
- ობიექტების ნახაზებისა და სამუშაო გრაფიკების დამუშავება საქმეთა მწარმოებელთან ერთად;
- საკადრო და მატერიალური რესურსების დაგეგმვა და განაწილება ობიექტების მიხედვით, მემონტაჟე მექანიკოსებისა და ელექტრიკოსების მონაცემთა ბაზის წარმოება;
- სამონტაჟო ბრიგადების საქმიანობის მართვა, მშენებლის მიერ მომზადებული შახტის მიღება და მონტაჟის მიმდინარეობის მუდმივი კონტროლი ობიექტზე;
- დაგეგმილი და ფაქტობრივი სამუშაოების ყოველდღიური შედარება და სამუშაოების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;
- CRM-ის მეშვეობით ფაქტობრივი ხარჯების დაგეგმილთან შესაბამისობის კონტროლი;
- ობიექტებზე EN 81 სტანდარტისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ხარისხის მიმართულების მიერ გამოვლენილი დარღვევების გამოსწორება;
- გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების წერილობით მომზადება;
- CRM-ში ობიექტების ფაქტობრივი მდგომარეობის, შესრულებული სამუშაოების, გამოყენებული მასალებისა და ნამუშევარი დროის აღრიცხვა;
- სტატისტიკის, ანგარიშებისა და დასკვნების მომზადება და ტექნიკური დირექტორისთვის რეგულარული ინფორმაციის მიწოდება;
- დამკვეთთან კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება, პროექტის მიმდინარეობის შესახებ რეგულარული ინფორმირება და შეხვედრების შედეგების წერილობით დაფიქსირება;
- მზა ობიექტის მიღება, დამკვეთთან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, საბოლოო დოკუმენტაციის (პასპორტი, დეკლარაცია, სერტიფიკატი) მომზადება და ობიექტის სერვისის სამსახურზე გადაბარება;
- ტექნიკურ სფეროში ახალი ტექნოლოგიების მოძიება და დანერგვა;
- კომპანიის მენეჯმენტის მითითებით სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც ემსახურება კომპანიის სტრატეგიული და ოპერატიული მიზნების მიღწევას.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტროინჟინერია, მექანიკური ინჟინერია ან სამშენებლო მიმართულება);
- მინიმუმ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება ლიფტების, ესკალატორების, პარკინგის ან სხვა საინჟინრო სისტემების მონტაჟის ან სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით;
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე, გუნდისა და სამონტაჟო ბრიგადების მართვის გამოცდილება;
- ელექტროობისა და მექანიკის ტექნიკური ცოდნა, ტექნიკური ნახაზების კითხვის უნარი;
- EN 81 სტანდარტისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა (სასურველია);
- პროექტების დაგეგმვის, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლის გამოცდილება;
- MS Office-ის ცოდნა; AutoCAD-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- მართვის მოწმობა სასურველია.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.