9,769 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

5ZCG2YDB Posted 20 Oct Views: 22

მთავარი იურიდიული ოფიცერი/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

Tbilisi Full-time Law
Sign in and apply
Negotiable Apply by 3 Nov

სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს მთავარი იურიდიული ოფიცრის (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი) ვაკანტურ თანამდებობაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა - საქართველო, თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: კონკურენტული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი, იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
  • მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საადვოკატო საქმიანობის ლიცენზია (სამოქალაქო სამართლის მიმართულებით) ჩაითვლება უპირატესობად;
  • როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში იურისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საკონკურსო თემატიკა:

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონი, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი, "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონი, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის და საპროცესო კანონმდებლობა და აგრეთვე საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მართვა;
  • საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • საპენსიო ფონდის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • საპენსიო ფონდის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
  • საპენსიო ფონდის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:

  • ლიდერობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკების უნარი;
  • გუნდურობა;
  • სტრატეგიული აზროვნება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე.

საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge/ka/

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post