9,770 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

7BH21KG3 Posted 20 Oct Views: 40

სატელეფონო მომსახურების ოპერატორი

Remote Full-time Sales Operator
Sign in and apply
Negotiable Apply by 28 Oct

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?

"ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!

ამჟამად ჩვენ სატელეფონო მომსახურების ოპერატორს ვეძებთ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • გამავალი და შემომავალი ზარის განხორციელება/მიღება;
  • სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება/მომხმარებლისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
  • ბანკის დისტანციური არხებით შემოსულ კითხვებზე პასუხი;
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
  • საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე ან ბანკში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერის და მეტყველების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, (სასურველია რუსული ენის ცოდნა)

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post