ბუღალტრის თანაშემწე
ბიზნეს ცენტრი მარჯანიშვილზე აცხადებს ბუღალტრის თანაშემწის ვაკანსიას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა/აუდიტი);
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი - ქართულად;
- MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
- კანდიდატმა უნდა შეძლოს მუშაობის დაწყება მომენტალურად;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს ინტერნეტ ბანკთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
- ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, პროგრამაში გატარება (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს და ა.შ. ოპერაციების);
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა;
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხარჯთაღრიცხვები) - წარმოება და დაარქივება;
- საწყობის ნაშთების კონტროლი;
- rs.ge-სთან მუშაობა
პიროვნული უნარ-ჩვევები
- დეტალებზე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- მუდმივი სწრაფვა სწავლა-განვითარებისადმი;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
პრიორიტეტად ჩაითვლება
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ უწყვეტი 2 წლიანი სამუშაო სტაჟი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია "ინფო საწარმო"
სამუშაო დღე: სრულ განაკვეთზე, ორშაბათი-პარასკევი სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00. შაბათი - 12:00-17:00 ანაზღაურება: საწყისი დარიცხული ხელფასი 1250 ლარიდან გამოსაცდელი პერიოდი - 6 თვე (ანაზღაურებადი).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ
- რეზიუმეში გარკვევით მიუთითონ ბუღალტრული და საბუღალტრო
პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება და მოკლე ბიოგრაფიული ცნობები:
- მეილის სათაურში (subject) მიუთითონ "ბუღალტერი"
- რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელ.მისამართზე.
განთავსების თარიღი: 10.11.26-10.12.26