ფინანსური ანალიტიკოსი
ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
ჰოლდინგის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია "თბილისის ბულვარი", რომელიც "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
სს "ჯინო ჰოლდინგი", ჰოლდინგის ფინანსური მართვის სისტემის განვითარებისა და ფინანსური ანალიტიკის ფუნქციის გაძლიერების მიზნით, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსური საქმიანობის ანალიზი, მენეჯერული ანგარიშების მომზადება, ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და პროგნოზირების პროცესების მხარდაჭერა, ბიზნეს მიმართულებების ფინანსური ეფექტიანობის შეფასება, მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდამჭერი ანალიტიკური ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #20
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსური და საოპერაციო შედეგების ყოველთვიური ანალიზი და საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება;
- ფინანსური ანგარიშგების ძირითადი ფორმების — მოგება-ზარალის (PL), ფინანსური მდგომარეობის (BS), ფულადი ნაკადებისა (CF) და კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგებების (SoCE) მომზადება და კონსოლიდაცია;
- წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა, კომპანიების ბიუჯეტების მომზადების კოორდინაცია, კონსოლიდაცია და შესრულების მონიტორინგი;
- ბიუჯეტსა და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის გადახრების იდენტიფიცირება, მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი მენეჯერული ანგარიშგების მომზადება;
- ფინანსური პროგნოზებისა და ფულადი ნაკადების საპროგნოზო მოდელების (Cash Flow Forecast) მომზადება, განახლება და შესრულების მონიტორინგი;
- ბიზნესერთეულებისა და საინვესტიციო პროექტების მომგებიანობისა და ფინანსური ეფექტიანობის შეფასება (ROI, IRR, NPV და სხვა ფინანსური მაჩვენებლები);
- ფინანსური მოდელებისა და სხვადასხვა ბიზნესსცენარის შემუშავება, მათი ფინანსური შედეგებისა და შესაძლო რისკების შეფასება;
- ჰოლდინგის ბიზნესმიმართულებების (სასტუმრო, დეველოპერული პროექტები, აკვაპარკი და სხვა) სპეციფიკური ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების (KPIs) განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა, მათი მონიტორინგი და ანალიზი;
- შემოსავლების, საოპერაციო ხარჯების, თვითღირებულების, მოგებიანობისა და საოპერაციო ეფექტიანობის დეტალური ანალიზი;
- საბრუნავი კაპიტალის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებისა და ლიკვიდობის მაჩვენებლების ანალიზი და მონიტორინგი;
- ფინანსური მონაცემების ინტეგრირებული დამუშავება, მენეჯერული ანგარიშგების სისტემისა და ვიზუალური ანალიტიკური დაფების (Dashboards) მომზადება და განვითარება;
- ფინანსური მონაცემების დამუშავების, აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით მონაწილეობა;
- ჰოლდინგში შემავალ კომპანიებს შორის ურთიერთდაკავშირებული ოპერაციებისა (Intercompany Transactions) და ნაშთების შეჯერება, კონტროლი და ანალიზი;
- მენეჯმენტისთვის პერიოდული ანალიტიკური ანგარიშების, პრეზენტაციებისა და მონაცემებზე დაფუძნებული დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- პროფესიული კვალიფიკაცია (ACCA, CMA, DipIFR ან სხვა) ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გამოცდილება
- ფინანსურ ანალიტიკაში, ბიუჯეტირებაში და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
პროფესიული და პიროვნული უნარები
- ძლიერი ანალიტიკური და ბიზნეს აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
- ფინანსური მონაცემების ინტერპრეტაციისა და დასკვნების გამოტანის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავების უნარი.
ტექნიკური უნარები
- MS Excel-ის პრაქტიკული ცოდნა, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის, ანგარიშგების ავტომატიზაციისა და ფინანსურ ანალიტიკაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენების უნარი.
- Power Query-ის, Power BI-ისა და SQL-ის პრაქტიკული ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- ORIS და ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე.
პიროვნული თვისებები
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
- მართვისა და ორგანიზების უნარი;
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!