ენდოკრინოლოგის ასისტენტი
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ენდოკრინოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება;
- პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით;
- პაციენტის ელექტრონული ისტორიის წარმოება და პროგრამაში მუშაობა ექიმის მითითებით;
- პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით;
- პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტი
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ცოდნა, უნარები
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- დროის მენეჯმენტი;
- კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი N3. არტურ ლაისტის ქუჩა #1
შერჩევის ეტაპები
- მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ
- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას;
- პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/uzLCs38e
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.