Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

BE14A8Y1 Posted 13 Nov Views: 1

TikTok კონტენტ მენეჯერი

Studio 9:16

Studio 9:16

Studio 9:16 external listing
₾2000–3500 / month Continue to the original listing ↗

Posted 13 Nov (Days left: 20) Apply by 3 Dec

Studio 9:16 ეძებს TikTok კონტენტ მენეჯერს.

Studio 9:16 არის ორგანული და ვერტიკალური ვიდეო კონტენტის აუთსორს სტუდია, რომელიც საქართველოს ბანკის, ალდაგის, გალფის (Gulf), ბოლტ ფუდის (Bolt Food), ალტასა და სხვა მრავალი ბრენდისთვის ქმნის კონტენტს.

თუ ვიდეო კონტენტის შექმნაში დიდი გამოცდილება დაგიგროვდა და გჯერა, რომ მოკლე ფორმატის ორგანული ვიდეო კონტენტის შექმნაც და მისი გავირუსებაც წარმატებით გამოგივა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა. კონტენტ გუნდთან ერთად შენ შექმნი ვირუსულ ვიდეოებს და უწყვეტ რეჟიმში დააკვირდები რამდენად ბევრი ადამიანი ნახავს მათ.

თუ შენთვის 9:16 ფორმატი ბუნებრივი გარემოა, გესმის როგორ მუშაობს ვირუსული ჰუკი (Hook) და შეგიძლია სცენარი დაწერო ისე, რომ პირველივე წამიდან ეკრანზე დინამიკა იგრძნობოდეს — ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი

რას გააკეთებ შენ

  • ბრიფის მიხედვით, თითოეული ვიდეოს იდეის და სკრიპტის მოფიქრება და გაწერა
  • პროექტ მენეჯერთან ერთად კონტენტის შექმნისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა (ლოკაცია, ადამიანები, რეკვიზიტები).
  • ბრეინსტორმინგებში აქტიური მონაწილეობა.
  • გადაღების დროს ლოკაციაზე ყოფნა და გადაღების მეთვალყურეობა.
  • მემონტაჟისთვის/გრაფიკოსისთვის მონტაჟის გაიდლაინის შექმნა და ყველა საჭირო ფაილის მიწოდება
  • დამონტაჟებული ვიდეოების გადამოწმება და საჭიროების მიხედვით უკუკავშირის დაბრუნება.

რა მოგეთხოვება

  • აუცილებელია კონტენტ მენეჯერობის გამოცდილება TikTok ვიდეოების მომზადებაში.
  • TikTok-ის ტრენდებისა და სპეციფიკის კარგი ცოდნა.
  • მუდმივი ზრუნვა ჩამოყალიბებული მიმართულებების განვითარებაზე: როგორც იდეური, ისე კონცეპტუალური.
  • თასქ მენეჯმენტ აპლიკაციებთან მეგობრობა (Asana/Slack)
  • საბაზისო ცოდნა ვიდეო მარკეტინგის მიმართულები

რას გთავაზობთ

  • ანაზღაურება კვალიფიაციის მიხედვით (NET) : 2000-3500
  • მუშაობას ბაზრის ლიდერ ბრენდებთან და სწრაფად მზარდ შემოქმედებით ინდუსტრიაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა: https://forms.gle/jttTmQnynRjFmJnf6

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post