უძრავი ქონების გაყიდვების და გაქირავების მენეჯერი
კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების და გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 -დან 19:00 საათამდე; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსი გაყიდული უძრავი ქონებიდან
პოზიციის მიზანია გაყიდვების და გაქირავების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 1 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას)
- ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე;
ფუნქციები:
- კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
- კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
- გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
- მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
- დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
აუცილებელი უნარები:
- ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
- მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
- ინიციატივის გამოჩენის უნარი
- გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
- გამართულად მეტყველების და წერის უნარი
- დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
- ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა.
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
- CV-ის განხილვა
- გასაუბრება.
სტაჟირება: ორი კვირა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების და გაქირავების მენეჯერი"
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.