Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

DE7NEP3H Posted 7 Nov Views: 0

მზარეული

Employer external listing
Negotiable Apply by 8 Dec
Sign in and apply

ჯანსაღი კვების მიმართულებით მომუშავე კომპანია, რომელიც ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს და აქტიურად ვითარდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი, დაბალანსებული და გემრიელი კვება, რისთვისაც ყოველდღიურად ვზრუნავთ.

გუნდის გაფართოებასთან ერთად ვეძებთ ახალ მზარეულებს, რომლებიც გაიზიარებენ ჩვენს მიზნებს და მზად იქნებიან პროფესიული განვითარებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ისე პასუხისმგებლობა, საქმისადმი სიყვარული და სწავლის სურვილი. განვიხილავთ როგორც გამოცდილ მზარეულებს, ასევე დამწყებ კანდიდატებს, რომლებსაც კულინარიის სფეროში განვითარება სურთ. მზად ვართ, მოტივირებულ და მონდომებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ პროფესია და გაიზარდონ ჩვენს გუნდთან ერთად.

ფუნქცია მოვალეობები

  • პროდუქტების მომზადება, დაჭრა და საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
  • კერძების მომზადების პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტის დაცვა;
  • სამზარეულოში ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
  • პროდუქტების სწორად განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
  • სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
  • საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა;
  • მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (განიხილებიან დამწყები მზარეულები);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მაღალი სტანდარტი;
  • ინსტრუქციებისა და სამუშაო სტანდარტების ზუსტად შესრულების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა;
  • 30%-იან ფასდაკლებას ჩვენს სრულ ასორტიმენტზე;
  • უფასო კვება სამუშაო საათებში;
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: 5/2 9 საათი (დილა, შუადღე, საღამო);
  • ადგილმდებარეობა: საბურთალო, ადამ მიცკევიჩის ქუჩა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post