9,769 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

DTCJH94B Posted 17 Oct Views: 46

თიბისი

თიბისი

POS ტერმინალების გაყიდვების მენეჯერი

თიბისი external listing
Continue to the original listing ↗
Negotiable Apply by 3 Nov
Insurance · in the ad

თიბისი აცხადებს ვაკანსიას შემდგეგ პოზიციაზე : POS ტერმინალების გაყიდვების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი მოქმედების ვადა: 16/10/2026 დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგაში, POS ტერმინალების გაყიდვების გუნდში, ვეძებთ -გაყიდვების მენეჯერს.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ზრუნავს ექვაირინგის მიმართულებით პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე

რას გააკეთებ ყოველდღიურად? დღის განმავლობაში დაამუშავებ და შეაგროვებ პოტენციური კლიენტებზე ინფორმაციას; გეგმიურად ეწვევი სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს და ადგილზე გააკეთებ ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს/გაყიდვებს ექვაირინგის მიმართულებით; გააანალიზებ არსებულ ბაზარს და ბაზრის მოთხოვნებს, რაც დაგეხმარება სწორი შეთავაზების გაკეთებაში; წარადგენ განხორციელებული ვიზიტების და შედეგების ანგარიშებს უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდთან

ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს + დამატებით ყოველთვიურ ბონუსს - შესაძლებლობას დარეგისტრირდე თიბისის ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.

დამატებით ბენეფიტებს - ჯანმრთელობის დაზღვევა - სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის - ბრენდ მაღაზია - ფონდი „თიბისელები“ და სხვა მრავალი ექსკლუზიური ბენეფიტი

კვალიფიკაცია - ექვაირინგის პროდუქტების ცოდნა; (სასურველია) - გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და დახმარება - ხარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული - გინდა დაიწყო ან განავითარო კარიერა საფინანსო სექტორში - გაინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისები; - AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/Cbh-X

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post