Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

FFYF8Z39 Posted 13 Nov Views: 1

სტაჟირება ანაზღაურების გარეშე

Tbilisi Internship Education
Negotiable Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

მონტესორის ადრეული სწავლების ცენტრი MONTESSORI EARLY LEARNING CENTER აცხადებს სტაჟირებას ანაზღაურების გარეშე.

გთავაზობთ:

მონტესორის კლასში მუშაობის გამოცდილებას 3 თვემდე ვადით, უნივერსიტეტში სწავლის გრაფიკთან შეთავსებით ხართ უნივერსიტეტის სტუდენტი და გაინტერესებთ ბავშვთა ადრეული განათლების საკითხები, მონტესორის მიდგომა? მონტესორის ადრეული სწავლების ცენტრი გთავაზობთ შესაძლებლობას, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სასწავლო გარემოში, გამოცდილი მონტესორის მასწავლებლების სუპერვიზიითა და ხელმძღვანელობით.

სტაჟირების დეტალები

  • ხანგრძლივობა: 3 თვემდე
  • ანაზღაურება: სტაჟირება ანაზღაურების გარეშე
  • გრაფიკი: შეთანხმებით; შესაძლებლობის ფარგლებში მოქნილია და ითვალისწინებს უნივერსიტეტში სწავლის განრიგს
  • სუპერვიზია: იმუშავებთ მონტესორის მასწავლებლებთან ერთად და გექნებათ შესაძლებლობა ისწავლოთ მათგან.

მიიღებთ

  • პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას მონტესორის ადრეული სწავლების გარემოში
  • გამოცდილებას მონტესორის კლასის რუტინის შესახებ, მასალების და სწავლების პრაქტიკის შესახებ
  • გამოცდილებას კლასის მომზადებასა და ასაკის შესაბამისი სასწავლო აქტივობების მხარდაჭერაში, მასწავლებლის სუპერვიზიით
  • გექნებათ შესაძლებლობა დააკავშიროთ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალურ საგანმანათლებლო პრაქტიკასთან
  • სტაჟირების დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს
  • სარეკომენდაციო წერილს სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, რომელიც პოტენციურ დამსაქმებლებს შეგეძლებათ გაუზიაროთ.

ვის ველოდებით:

უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც აინტერესებთ ბავშვის განვითარება, ბავშვთა ადრეული განათლება და მონტესორის სწავლების მეთოდი და რომლებიც მზად არიან ისწავლონ, აღნიშნულ პროცესში თავიანთი წვლილი შეიტანონ პასუხისმგებლობით და გაითვალისწინონ ცენტრის გუნდის წარმომადგენლების რჩევები.

განაცხადის გაგზავნა:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ელ. მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ: Unpaid Internship.

ენები

  • ქართული (სავალდებულოა);
  • რუსული და ინგლისური ორივე ენა ერთად B2 დონეზე სასურველია, მინიმუმ ერთ-ერთი ენა რუსული ან ინგლისური სავალდებულოა.
Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post