საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
დუბაის ბაზარზე ახალი კორპორაციული კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პროსპექტინგიდან და საჭიროებების აღმოჩენიდან, კომერციული შეთავაზების, მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების გაფორმებამდე. ასევე, არსებული სტრატეგიული კლიენტების განვითარება, შემოსავლის ზრდა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
- სამიზნე ბაზარი: დუბაი/არაბთა გაერთიანებული საამიროები
- სამუშაო ფორმატი: დისტანციური გაყიდვების პროცესის მართვა საქართველოდან და პერიოდული მივლინებები დუბაიში.
დამატებითი სარგებელი:
- შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
- სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დუბაის ბაზარზე მიზნობრივი კორპორაციული კლიენტების იდენტიფიცირება, მოძიება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება სხვადასხვა არხის გამოყენებით;
- შემოსული ლიდების დროული დამუშავება, კვალიფიკაცია და გაყიდვების შესაძლებლობად გარდაქმნა;
- კლიენტის ბიზნეს-საჭიროებების კვლევა და შესაბამისი IT სერვისების/პროდუქტების ღირებულებაზე დაფუძნებული შეთავაზება;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა: შეხვედრის დანიშვნა, საჭიროებების აღმოჩენა, შიდა გუნდთან გადაწყვეტის შეთანხმება, შეთავაზების მომზადება, პრეზენტაცია, მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება;
- დუბაიში პერიოდული ვიზიტების დაგეგმვა და საბოლოო მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ფიზიკური შეხვედრების ჩატარება;
- არსებული მნიშვნელოვანი კლიენტების პორტფელის მართვა, რეგულარული კომუნიკაცია და დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა (Upsell / Cross-sell);
- წლიური კონტრაქტების, განახლებებისა და ვადების მონიტორინგი, შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით;
- IT პროექტების, მარკეტინგის, ფინანსურ და ოპერაციულ გუნდებთან კოორდინაცია კლიენტისთვის დროული და ზუსტი შეთავაზების უზრუნველსაყოფად;
- საჭიროების შემთხვევაში, ვენდორებთან და დისტრიბუტორებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;
- კლიენტების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების პროცესის კოორდინაცია ფინანსურ გუნდთან;
- CRM-ში ლიდების, შესაძლებლობების, კომუნიკაციის ისტორიის, შემდეგი ნაბიჯებისა და მოსალოდნელი დახურვის თარიღების სრულად და დროულად ასახვა;
- გაყიდვების პროგნოზების, pipeline-ისა და ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
- ინდივიდუალური ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების გეგმისა და KPI-ების შესრულება;
- დუბაის ბაზარზე გაყიდვების ზრდის ინიციატივების შემუშავება, ახალი არხებისა და პარტნიორობის შესაძლებლობების მოძიება და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა;
- კონკურენტული გარემოს, კლიენტების მოთხოვნებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ხელმძღვანელისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მონათესავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- B2B გაყიდვებში ან Account Management-ში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. Enterprise კლიენტებთან და IT პროდუქტებთან/სერვისებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე. საქმიანი მიმოწერის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების თავისუფლად წარმართვის უნარი;
- MS Office (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) და CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- დუბაიში პერიოდული მივლინების მზაობა და დუბაის სამუშაო საათებთან/ბიზნეს კალენდართან საჭიროებისამებრ ადაპტირების შესაძლებლობა.
პიროვნული უნარები და კომპეტენციები:
- აქტიური გაყიდვების, პროსპექტინგისა და ახალი კლიენტების მოზიდვის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- კლიენტის საჭიროების აღმოჩენისა და ბიზნეს ღირებულებაზე დაფუძნებული შეთავაზების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და მაღალი თვითორგანიზება;
- კულტურათაშორის გარემოში პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება, გაყიდვების მონაცემებისა და pipeline-ის მართვის უნარი;
- რამდენიმე პროცესისა და პრიორიტეტის პარალელურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა და მაღალი პროფესიული ეთიკა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.