9,836 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

GZHB5MH3 Posted 20 Oct Views: 14

ოფისის მენეჯერი

კრიალა external listing
Sign in and apply
₾1200 / month −11% vs the usual · usual 1,354 ₾ · 132 ads Apply by 21 Nov
Insurance · in the ad

პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
  • ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის (Excel, Word, Outlook) კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია. შემოსული და გასული კორესპონდენციის, სატელეფონო ზარების, დოკუმენტბრუნვისა და შესაბამისი საკითხების კოორდინაცია და მართვა.
  • შეხვედრების, ვიზიტებისა და კალენდრის ორგანიზება.
  • ოფისისთვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო მარაგების კონტროლი, აღნიშნულთან დაკავშირებული ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვა, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესყიდვების პროცესის უზრუნველყოფა.
  • შესაბამის პასუხისმგებელ პირთან მჭიდრო კოორდინაციაში მაკულატურის მოძიების/შესყიდვის ორგანიზება და კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება.
  • დირექტორისა და ხელმძღვანელი პირების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
  • დირექტორისგან მიღებული დავალებებისა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ინიცირებული საკითხების შესრულების მონიტორინგი (Follow-up), შესრულების სტატუსის კონტროლი და პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია.
  • სტუმრების მიღება და ოფისის წარმომადგენლობითი გარემოს უზრუნველყოფა.
  • სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და სისწრაფე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები;
  • სხარტი აზროვნების უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • აქტიური, პოზიტიური და განვითარებაზე ორიენტირებული

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -18:00 სთ;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქიზიყის ქუჩა 50ბ
  • ანაზღაურება: საწყის ეტაპზე - 1 200 ლარი, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ -1 500 ლარი (ხელზე ასაღები)
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი (ულიმიტო)

შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post