Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

JCS0FPS9 Posted 13 Nov Views: 1

ფილიალის მენეჯერი

უნიკომი external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

"UniCom აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ. №3;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
  • ანაზღაურება: 2, 500 + ბონუსი.

კომპანიის შესახებ:

"UniCom" არის ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან საქმიანობს.

ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გავხადოთ ხელმისაწვდომი და პროფესიონალური კონსულტაციით დავეხმაროთ მის საჭიროებებზე მორგებული, სწორი არჩევანის გაკეთებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობა, კვალიფიციური მომსახურება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და გუნდური მუშაობა.

კომპანიის განვითარებასთან ერთად ვეძებთ ძლიერ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ პროფესიული ზრდა და კომპანიის წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ლიდერული უნარების მქონე და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც შეძლებს გუნდის ეფექტურად მართვას, გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებას და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებას.

ძირითადი მოვალეობები

  • ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, მართვა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა, შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
  • გუნდის მართვა, მოტივაცია, განვითარება: თანამშრომელთა ინდივიდუალური შედეგების შეფასება და მონიტორინგი;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და სამუშაო პროცესში ეფექტურად ჩართვის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა და ოპტიმალურად განაწილება, სამუშაო დისციპლინის კონტროლი;
  • გაყიდვების მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა;
  • სავაჭრო დარბაზის, სტენდების, პროდუქციის განთავსებისა და კომპანიის საოპერაციო სტანდარტების კონტროლი;
  • გუნდში ჯანსაღი, სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა;
  • ფილიალის შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დირექტორისთვის პერიოდული ანგარიშგება;
  • გაყიდვების, მომსახურებისა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისთვის ინიციატივების შემუშავება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია რითეილის სფეროში;
  • საცალო ვაჭრობის (Retail) სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოპერაციო პროცესების მართვისა და კონტროლის გამოცდილება;
  • მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
  • გუნდის მართვისა და ლიდერობის ძლიერი უნარები.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე.

გთხოვთ, განაცხადის სათაურში (Subject) მიუთითოთ: "ფილიალის მენეჯერი - ბათუმი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post