9,881 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

KCBHZ1D6 Posted 20 Oct Views: 21

გაყიდვების ხელმძღვანელი

Batumi Full-time Sales
Sign in and apply
Negotiable Apply by 21 Nov

"იელთი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების ხელმძღვანელი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, საქართველო;
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.

კომპანიის შესახებ:

"ELT Group" წარმოადგენს დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიათა ჯგუფს, რომელიც ახორციელებს საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, ბრენდირებული რეზიდენციებისა და მრავალფუნქციური უძრავი ქონების პროექტებს. კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან და პარტნიორებთან და მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ ანალიტიკური აზროვნების, ძლიერი ორგანიზაციული და მმართველობითი უნარებისა და კომერციული ხედვის მქონე პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს და უზრუნველყოფს გაყიდვების ეფექტიან მართვასა და განვითარებას.

ჩვენთვის წარმატებული გაყიდვა მხოლოდ გარიგების განხორციელება არ არის. მნიშვნელოვანია პროდუქტის სწორი პოზიციონირება, ოპტიმალური ფასის განსაზღვრა, ბაზრის მოთხოვნის ანალიზი და კომპანიის გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა და შედეგების კონტროლი;
  • თანამშრომლების პროფესიული განვითარება, მოტივაცია და ინდივიდუალური ეფექტიანობის შეფასება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და გუნდის პროდუქტიულობის ზრდა;
  • უძრავი ქონების ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და საფასო პოლიტიკის რეგულარული კვლევა და ანალიზი;
  • ახალი პროექტების ლოკაციის, საბაზრო მოთხოვნის, კონკურენტული უპირატესობებისა და პროდუქტის პოზიციონირების შესწავლა;
  • მიმდინარე პროექტების ფასების ანალიზი, ფასების ზრდის პოტენციალის გამოვლენა და დასაბუთებული რეკომენდაციების მომზადება;
  • გაყიდვების ტემპის, დინამიკისა და კონვერსიის ანალიზი, ზრდისა და შემცირების მიზეზების გამოვლენა;
  • გასაყიდი უძრავი ქონების მარაგის სტრუქტურისა და ლიკვიდურობის შეფასება, გაყიდვების ოპტიმალური მიდგომების შემუშავება;
  • ფინანსურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით გაყიდვისა და გადახდის პირობების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება;
  • CRM სისტემის, მონაცემთა სიზუსტისა და AI-ზე დაფუძნებული ავტომატიზებული პროცესების ეფექტიანობის კონტროლი;
  • კლიენტებთან და საბროკერო პარტნიორებთან მნიშვნელოვანი კომერციული მოლაპარაკებების წარმართვა;
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა პროდუქტის პოზიციონირების, ლიდების ხარისხისა და კონვერსიის გასაუმჯობესებლად;
  • კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანალიტიკური ანგარიშების, გაყიდვების შედეგების შეფასებისა და დასაბუთებული კომერციული რეკომენდაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის საფუძვლების თეორიული ცოდნა და საბაზისო განათლება ან მომზადება მარკეტინგის მიმართულებით;
  • გაყიდვების ან კომერციულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • Microsoft Excel-ისა და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
  • ფინანსური და კომერციული მაჩვენებლების ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • დეველოპმენტის ან უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ბაზრის კვლევის, კონკურენტული ანალიზისა და პროდუქტის ფასწარმოქმნის გამოცდილება;
  • Power BI-ის ან სხვა ბიზნესანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
  • გაყიდვების პროცესების ავტომატიზაციისა და AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების გარდა, სხვა უცხოური ენების ცოდნა.

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები:

  • ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი;
  • სტრატეგიული და კომერციული აზროვნება;
  • ინიციატივიანობა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება და სისტემური მიდგომა;
  • ცვლილებების მართვისა და პროფესიული განვითარების მზაობა.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მასშტაბურ და მრავალფეროვან დეველოპერულ პროექტებზე მუშაობას;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობას;
  • საკუთარი ინიციატივებისა და იდეების განხორციელების სივრცეს;
  • პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და შედეგებზე ორიენტირებულ სამოტივაციო სისტემას.

შერჩევის პროცესი:

კანდიდატები შეფასდებიან გამოცდილების, მმართველობითი კომპეტენციებისა და ანალიტიკური უნარების მიხედვით. ფინალური ეტაპი შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებას კომერციული აზროვნების, მონაცემთა ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების შესამოწმებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატის გამოცდილებაც და მისი პოტენციალი, მოტივაცია და შესაძლებლობა, რეალური წვლილი შეიტანოს კომპანიის განვითარებაში.

განაცხადის წარდგენა:

ელფოსტის სათაური: გაყიდვების ხელმძღვანელი/Head of Sales - "ELT Group"

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/PqOwMnNe

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post