9,860 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

KQSTK70A Posted 20 Oct Views: 20

ღვინის კონსულტანტი

Sign in and apply
Negotiable Apply by 21 Nov
Insurance · in the ad

ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას ღვინის კონსულტანტის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

ვინ ვართ ჩვენ:

"8000 მოსავალი" არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც წარმოდგენილია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით შერჩეული ღვინოები. დღეს ჩვენს კოლექციაში 2000-მდე რჩეული ქართული ღვინოა. ჩვენს ბარში სტუმრებს შეუძლიათ ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასად და მისი დაგემოვნება ღვინოსთან იდეალურად შეხამებულ ცივ ხემსთან ერთად. სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ღვინო იყოს გააზრებული სიამოვნება და არა უბრალოდ სასმელი.

აქტიურად ვატარებთ საგანმანათლებლო და თემატურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ღვინის შესახებ ცოდნის გაზრდა და ღვინის სმის მართებული კულტურის ჩამოყალიბება საზოგადოებაში.

ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ამ ეტაპზე "8000 მოსავალი" 6 მაღაზია/ბარს და ონლაინ მაღაზიას აერთიანებს.

რას გთავაზობთ ჩვენთან დასაქმებისას:

  • მუშაობას გუნდში, რომელიც საერთო ხედვითა და ღირებულებებით არის გაერთიანებული;
  • ღვინის რეგულარულ დაგემოვნებას და ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  • FitPass-ის აბონემენტს შეღავათიანი პირობებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა ქართული ღვინის შესახებ და ინდივიდუალური რეკომენდაციების შეთავაზება;
  • სტუმრების გემოვნების მიხედვით ღვინის შერჩევაში დახმარება;
  • ღვინოსთან შეხამებული ცივი ხემსის შეთავაზება;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი ასორტიმენტის ცოდნა და პროდუქტის პრეზენტაცია;
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

  • ქართული ღვინის სფეროს მიმართ მაღალი ინტერესი და საბაზისო ცოდნა;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • გაყიდვებზე და სტუმრის დადებით გამოცდილებაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინტენსიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი;
  • სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00სთ-17:00სთ. (თაბუკაშვილის, ცინცაძის და აბაშიძის ფილიალები).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან და/ან სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post