Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

M417VY2B Posted 13 Nov Views: 0

სტალკერი / მკვლევარი

ფინჰაბ ჯორჯია

ფინჰაბ ჯორჯია

₾800 / month Continue to the original listing ↗

Posted 13 Nov (Days left: 29) Apply by 12 Dec

ჩვენს შესახებ: „ფინჰაბ ჯორჯია“ წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, რუმინეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში. კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიაღწიე პროფესიულ წარმატებას! https://www.finhub.ge/ka

ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სტალკერს (მკვლევარი), რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ბაზებიდან მონაცემების მოძიებას, გადამოწმებასა და სტრუქტურირებულ დამუშავებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი.ჭავჭავაძისგამზ #49/49ბ; სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ₾ + ყოველთვიური ბონუსი;

ძირითადი მოვალეობები

  • ღია და სპეციალიზებული წყაროებიდან, ციფრული ბაზებიდან და სოციალური მედიიდან საჭირო მონაცემთა მოძიება და დამუშავება;
  • მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, გაანალიზება და სტრუქტურირებული ანგარიშების მომზადება;
  • მონაცემებს შორის ფარული კავშირებისა და კანონზომიერებების გამოვლენა;
  • ინფორმაციის მოძიების პროცესში საქართველოს კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ანალიტიკური აზროვნება, კომპლექსური მონაცემების გაანალიზებისა და ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი;
  • საძიებო სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და ონლაინ ინსტრუმენტების სიღრმისეული ფლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოპოვებული მონაცემების ზუსტი აღრიცხვა და მოწესრიგება;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ფინჰაბ ჯორჯია"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post