9,858 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

MY9GZ361 Posted 20 Oct Views: 26

SMOTORS

SMOTORS

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

SMOTORS external listing
Tbilisi Full-time Sales
Sign in and apply
Negotiable Apply by 17 Nov

მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

პოზიციის დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

სამუშაოს მოკლე აღწერა: - კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების/იმპორტის სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა / ორგანიზება. - მომწოდებლების საერთაშორისო ბაზრის კვლევა, შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია. - სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების წინასწარი განსაზღვრა; პოტენციურ/არსებულ მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობების, მოწოდების ვადებისა და გადახდის პირობების მუდმივი კონტროლი; პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება;ფასების მინიმალიზაციის მიზნით. - მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი; - პროდუქციის წარმოების ვადების კონტროლი შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე; - სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსაუხრების ვადებისა და ფასების მუდმივი კონოტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად; - ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების, დეკლარირებული ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი; - საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი; - იმპორტირებული პროდუქციის შიდა ტრანსპორტირების (საბაჟო გამშვები პუნქტიდან ცენტრალურ საწყობამდე) უზრუნველყოფა. - კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება; ასევე შესყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე სასაუბრო (სასურველია რუსული ენის ცოდნა) - აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ: - მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; - სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. - ანაზღაურება - ფიქსირებული

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post