Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

PW2B0HN5 Posted 10 Nov Views: 0

ავტოასისტენტი

Autosell Georgia external listing
₾1200–1500 / month Apply by 11 Dec
Sign in and apply

"Autosell Georgia" აცხადებს ვაკანსიას ავტოასისტენტის პოზიციაზე!

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, პუნქტუალურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც უყვარს ავტომობილები და სურს გახდეს ჩვენი ახალგაზრდა, მეგობრული გუნდის წევრი!

ძირითადი მოვალეობები

  • ახლად დარეგისტრირებულ მომხმარებლებთან დაკავშირება, მომსახურების გაცნობა და შეხვედრის დროისა და ადგილის შეთანხმება;
  • მომხმარებელთან შეთანხმებულ ადგილზე მისვლა;
  • საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის პარტნიორ სამრეცხაოში მიყვანა და რეცხვის პროცესის ორგანიზება;
  • ავტომობილების ფოტო-ვიდეო გადაღება საკუთარი მობილური ტელეფონით, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და სამუშაო პროცესების მართვა კომპანიის CRM სისტემაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მართვის მოწმობა მინიმუმ 3 წლის განმავლობაში;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი, როგორც სატელეფონო, ისე პირადი შეხვედრების დროს;
  • გუნდურად მუშაობისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • ავტომობილების მიმართ ინტერესი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • საკუთარი სმარტფონი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ხარისხიანი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება;
  • ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ფოტო-ვიდეო გადაღება ამ პოზიციის ერთ-ერთი მთავარი და ყოველდღიური მოვალეობაა. ავტოასისტენტი ავტომობილებს საკუთარი მობილური ტელეფონით იღებს, კომპანიის მიერ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.

შერჩეული კანდიდატი გაივლის შესაბამის ტრენინგს.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები

  • ფიქსირებული ხელფასი: 1200-1500 ლარი;
  • ინდივიდუალური ბონუსი თითოეული გაყიდული ავტომობილიდან;
  • დამატებითი გუნდური ბონუსები;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე;
  • საწვავის ხარჯების ანაზღაურება კომპანიის მიერ გამოყოფილი ტალონებითა და საწვავის ბარათით;
  • სამუშაო პროცესების მართვა ორგანიზებული CRM სისტემის საშუალებით;
  • საწყისი ტრენინგი და გუნდის მხარდაჭერა.

ჩვენი გუნდი და სამუშაო გარემო

Autosell-ში დაგხვდება ახალგაზრდა, მეგობრული და ენერგიული გუნდი, სადაც ერთმანეთის დახმარება ყოველდღიური მუშაობის ნაწილია.

ჩვენი ოფისი მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისში.

სამუშაო დღის განმავლობაში, თავისუფალ დროს, შეგიძლია ოფისში ამოხვიდე, დაისვენო, დალიო ყავა და დრო გუნდთან ერთად გაატარო.

როგორ გამოგვეხმაუროთ?

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV და სათაურში მიუთითე "ავტოასისტენტი".

შემოუერთდი Autosell Georgia-ს გუნდს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post