9,394 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

QS7TFRP9 Posted 28 Oct Views: 22

მარკეტინგის მენეჯერი

უნისონი external listing
Sign in and apply
Negotiable Apply by 29 Nov
Insurance · in the ad

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული პროექტების, კამპანიებისა და გუნდის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
  • სხვა დეპარტამენტებთან და გარე პარტნიორებთან თანამშრომლობა მარკეტინგული ინიციატივების განხორციელების მიზნით.
  • კომპანიის ონლაინ გაყიდვების არხების განვითარება და მართვა;
  • სადაზღვევო პროდუქტების ონლაინ შეძენის, გადახდისა და პოლისების განახლების პროცესების გაუმჯობესება;
  • ციფრული გაყიდვების ზრდის, კონვერსიის ოპტიმიზაციისა და დამატებითი გაყიდვების (Cross-sell/Upsell) ინიციატივების განხორციელება.
  • ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ბიზნეს მიმართულების მართვა, მონიტორინგი და განვითარება;
  • კონტენტის, სადაზღვევო პროდუქტების, შეთავაზებებისა და ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის გამოცდილების (UX/CX) გაუმჯობესება, ახალი ფუნქციონალის ინიციირება, IT დეპარტამენტთან კოორდინაცია და ცვლილებების ტესტირება.
  • CRM სისტემის მარკეტინგული მიმართულების მართვა და განვითარება;
  • მომხმარებელთა სეგმენტაცია, პერსონალიზებული და ავტომატიზებული Email/SMS/Push კამპანიების მართვა;
  • მომხმარებელთა შენარჩუნების, ლოიალობის, ხელახალი აქტივაციისა და პოლისების განახლების ინიციატივების განხორციელება.
  • ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია (Google Ads, Meta Ads და სხვა)
  • SEO-ს, სოციალური მედიის, კონტენტ-სტრატეგიისა და ბრენდის ციფრული კომუნიკაციის მართვა;
  • სადაზღვევო და ფინანსური ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, პროდუქტების პოზიციონირებისა და შეთავაზებების განვითარება.
  • ციფრული გაყიდვების, მარკეტინგული კამპანიებისა და CRM-ის შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
  • ძირითადი KPI-ების (Conversion Rate, CAC, CPL, ROAS, Retention) კონტროლი და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის, კმაყოფილებისა და ონლაინ რეპუტაციის ანალიზი
  • მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიანობის კონტროლი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მარკეტინგში მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ციფრული მარკეტინგისა და E-commerce-ის მიმართულებით;
  • სადაზღვევო, საბანკო, საფინანსო ან FinTech სექტორში მარკეტინგის გამოცდილება;
  • E-commerce-ის, ციფრული გაყიდვებისა და Performance Marketing-ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ვებგვერდის, მობილური აპლიკაციისა და CRM სისტემების მართვის გამოცდილება;
  • Google Ads, Meta Ads, Google Analytics და SEO ინსტრუმენტების ცოდნა;
  • სტრატეგიული დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-მარკეტინგის მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post