Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

QTMJBXXH Posted 11 Nov Views: 2

ლიბერთი ბანკის მობილური ფილიალის მოლარე-ოპერატორი

₾660 / month −43% vs the usual · usual 1,157 ₾ · 138 ads Apply by 26 Nov
Sign in and apply
Official contract · in the adInsurance · in the ad

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს. გადადგი პირველი კარიერული ნაბიჯები ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფთან ერთად - გაიარე ტრენინგები, შეიძინე პრაქტიკული ცოდნა და დაიწყე პროფესიული განვითარება ჩვენთან. გიზიარებთ ვაკანსიას, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, დასაქმდე სამუშაო გამოცდილების გარეშე.

ადგილმდებარეობა: თბილისი - გლდანი-დიდუბე აჭარა - ბათუმი იმერეთი - ამბროლაური, ვანი კახეთი - ახმეტა, სიღნაღი სამეგრელო-გურია - აბაშა, მარტვილი, სენაკი, ფოთი ქვემო ქართლი - დმანისი

რას აკეთებს ჩვენთან მობილური ფილიალის მოლარე-ოპერატორი:

  • მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ საბანკო ოპერაციებს: ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშის გახსნა, ვალუტის გაცვლა, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის ოპერაციების შესრულება ლიმიტის ფარგლებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს კონსულტაციას უწევს საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ;
  • მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს.

გელოდებით, თუ

  • სიამოვნებას განიჭებს ადამიანებზე ზრუნვა;
  • გსურს განვითარდე ფინანსურ სექტორში;
  • ფიქრობ, რომ ხარ კომუნიკაბელური და გაქვს გაყიდვების უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: უმაღლესი ან პროფესიული, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.

შესარჩევი ეტაპები ტარდება ONLINE

  • გაცნობითი შეხვედრა;
  • მოკლევადიანი თეორიული online სწავლება და შემდგომი პრაქტიკა (პრაქტიკა ქალაქისა/რეგიონის ჭრილში).

საყურადღებოა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არის ლიბერთი ექსპრესის მოძრავ სერვის ცენტრში (ავტომობილი). ​ როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post