ბიზნესის განვითარების მენეჯერი
შპს „ჯი ეს სი“ 30 წელია, საქმიანობს უსაფრთხოების სისტემების სფეროში, ის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სეგმენტზე ორიენტირებულ მრავალფეროვან პროდუქციას და სერვისს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პოტენციური კლიენტების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან უკუკავშირი;
- კლიენტისთვის სასურველი პროდუქტის შეთავაზება;
- ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგული საქმიანობის კოორდინაცია, პოტენციური და არსებული მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაცნობა, სხვადასხვა ლოკაციაზე პრეზენტაციის ჩატარება);
- მიმართულების განვითარების გეგმების/სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია მსგავს სფეროში და CCTV/IT სისტემებზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები
- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა.
სამუშაო პირობები: სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; სამუშაო საათები: 10:00-18:00; მისამართი: ქ.თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ. #5.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.